სამშობლოვ ჩემო
სამშობლოვ ჩემო... პოეზიის დიდო საუნჯევ მრავალ ტანჯულო, არაერთხელ მკვდრეთით აღმდგარო. სამშობლოვ ჩემო... შენმა გულმა როგორ გაუძლო დაგლეჯილ ფესვებს, გადაგდებულს მტერთა საჯიჯგნად. სამშობლოვ ჩემო... უკვდავების მირონ-ცხებულო, შენ ლამაზ კალთას ცრემლი ისევ არ შეშრობია, ძარღვებში სისხლი გაყინული, სულს გიწიოკებს, მაგრამ სიცოცხლე?!....ერთხელაც არ გინანია. სამშობლოვ ჩემო... სიყვარულო, დედაო ჩვენო შენს ბრწყინვალებას ვერ დაიტევს მთელი სამყარო, ქართულ მიწაზე თუ არწივმა აღარ იფრინა, გარდასულ დღეთა სადიდებლად რას შეგადარო?! ავტორი: გიორგი თოდუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი