უკვალოდ გამქრალ ძმათა ნეშტებს


ციხე-კოშკები დაუნგრევიათ, მათ ნანგრევებზე სხედან ყვავები
ჭირ-ნახულ კედლებს შემოუნახავთ, კვალი წარსულის სისხლით ნაღები. 
ვისაც ტკივილი არ უგემია, არც აუღია ხელში ფარ-ხმალი.
არც სამშობლოსთვის არ უბრძოლია და გაყიდულა ვერცხლის ლანგარით.


ძმათა საფლავებს რა დაითვლის უკვალოდ გამქრალს,
გმირთა ნეშტები ღამის ნისლში გადაკარგულან,
მათი სულები დღესაც დგანან იქ, კარიბჭესთან
სადაც სხივებიც ვერ ჩასწვდება ფიქრებს მალულად.

ზამთარი დადგა, ციხის გალავნებს დაედო თოვლი,
თეთრად შეღება ნატყვიარი კედლების ღრიჭო,
სადღაც მდუმარედ დაიბუდა ყვავის ბახალამ
და განთიადზე მან იხილა სიკვდილი  თითქოს.


წლები გაივლის, უგზოუკლოდ გაფანტავს სიზმრებს,
რომელიც წარსულს მოიგონებს ცრემლის დინებით,
არ წაიშლება საუკუნოდ სიცოცხლის ფრესკა
და ისტორიად შენიღბული ძმათა ნეშტები.


                                                               ავტორი:გიორგი თოდუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი