ადამიანო...!


ადამიანო დედამიწაზე რა დაგრჩენია,
ნუთუ ვერ ხვდები ეს ცხოვრება სამზადისია,
შენი მოვლენა ამ ქვეყნად ხომ ღმერთმა ისურვა
და შესაცნობად მოგივლინა წმინდა ბიბლია.
 
ადამიანო შენ სიწმინდეს ზურგი აქციე
და სამუდამოდ დაგიმონა ავხორცეულმა,
შენ ცოდნის ნაცვლად აირჩიე გზა სატანჯველი
და საფიქრალიც აღარ დაგრჩა ვნებების გარდა.
 
ადამიანო შენს გრძნობებსაც ობი დაედო,
რადგან ნამდვილი აღარ შეგრჩა სახის მიმიკაც,
ცდილობ ყოველდღე ფარისევლურ ნიღბით დაემხო
და გულის ფეთქვას მოუსმინო დაძინებისას.
 
ადამიანო ოდითგანვე ჰქმნიდი შედევრებს,
ისტორიაში მრავალ აგურს შენი ხიბლი აქვს.
ის შენ იყავი ვინც ცოცხალ ღმერთს ტკბობა არჩია,
სულით-ხორცამდე გაიყიდა ოცდაათ ვერცხლად.
 
ადამიანო ცოცხალიც ხომ ბევრჯერ დამარხე
და სიკვდილისთვის გაიმეტე მკვდრეთით აღმდგარი,
ახლა  შენ უნდა ლოცულობდე ტაძრის კედლებში,
მაგრამ არაა, გალეშილი დგახარ დამწვარი.
 
რა დაგრჩენია ადამიანო დედამიწაზე,
რაღას დაეძებ აქ ხომ წლები წამიერია,
დაიმახსოვრე ამ ქვეყნად ერთხელ მოხვედი
და სატანჯველად ნუ გარდუქცევ სხვებს ჰარმონიას.
 

                                                        ავტორი:გიორგი თოდუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი