ბზის კონტრაბასი
ბზის კონტრაბასი როდესაც გძინავს, როცა არ ფიქრობ, მაშინ ხარ ნაღდი და თვითმყოფადი, ხოლო როდესაც გამოიღვიძებ, კვლავაც დაგიპყრობს ვიღაცის ფანდი. მერე დაიწყებ გარჩევას თურმე, ვის აქვს ლექსები მწველი და ბასრი, რომ მოგბეზრდება ძველი ჩონგური, მოგაბურანებს ბზის კონტრაბასი. მერე დაიწყებ გადაფერდებას, ქალსა და ქალის მანერებს შორის, თუკი სურვილი განსხეულდება, მსხვერპლად იქცევი კაბალას, თორის. ამიტომ უნდა გეძინოს მუდამ, ამიტომ უნდა იყო ცხებული, რომ მიემსგავსო ცარიელ სურას, არ გადაიხრწნა აცხედრებული. თორემ სიბნელე ისე მოქშინავს, როგორც სიზმარში დღეგრძელი ფეთი, თუ ზანტი სული ამოიქშინავს, დაუწყევლიათ შენი სვე-ბედი. თუ გაიღვიძებ, ჩემო ცხებულო, ვერ ამოწმინდავ ცნობიერს თენთვით, თუ არ იძინე, გამეფებულო, ვერ ამოწმინდავ ცნობიერს გვემით! სანამ დავიწყებ გამოღვიძებას, გავიზმორები ვით შაჰ აბასი, მაგრამ სანამდე გამოვიღვიძებ, ისევ მომნუსხავს ბზის კონტრაბასი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი