ცეცხლისფერ სიზმარში


ცეცხლისფერ სიზმარში

ამოლითონდა ჩემგან დანაღმული მზის რისხვა, 
მკვდრის ფერი ადევს გაკერპებულ როდოსის კოლოსს,
მე დიდებულმა აფეთქებამ ისე მომნუსხა,
როგორც მზე სუსხმა საბოლოოდ ანთების ბოლოს!

ცეცხლისფერია სიზმარი და ვარ დაპლაზმური,
ჩემი სიფათის ყველა ნაკვთიც ჩამოისისხლა,
ძრწოლამ მომნიშნა მოკანკალე სიასამურის,
მაგრამ გადავრჩი, რადგან ძრწოლა გამოიფიტა!

შიშია სწორედ გამომჩარხი უკვდავი ღმერთის,
შიშია სწორედ მოქანდაკე უშიშრობისა,
შიშმა წარმოშვა აჩქარება მარდი ბაბრების,
ვინც არ კანკალებს-საკვებია უმიზნობისა!

იმიტომ კი არ მეზიზღები, გროსმაისტერო,
რომ ბოროტი ხარ, თან თავადაც სიავეს სჩადი,
გადამიფლიდდი, რადგან წვდომის ნიჭი არ გეყო,
რომ ბოროტებაც სიკეთეა და მარიფათი!

ცეცხლისფერია სიზმარი და მე ვიბუნტები,
ვცდილობ მოვძებნო გასასვლელი ცეცხლის სიზმრიდან,
გამიტაცებენ შემოქმედის ბნელი ტურები,
ოღონდ გამოვძვრე საკუთარი სიმძიმილიდან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი