გხედავ


გხედავ. ხელში გაქვს შენ მოლურჯო იასამანი,
წვიმაა. ფოთლებს ეუფლებათ მძაფრი ქარები,
შენ სიკვდილისთვის აუღწერლად დაგენანები
მაგრამ ის იცი, ეს გზა რჩება მაინც სავალი.

ეს გზა, ვარდისფერ ოცნებებს რომ ჩუმად მიჰყვება,
ეს გზა, ასე რომ ამირია ღია ფერები,
მე შემიძლია დავივიწყო შენი ხელები
მაგრამ თვალები ვერასოდეს დამავიწყდება.

გხედავ. გრძელ ბილიკს მიუყვები ჩქარი ნაბიჯით,
და ამ ბილიკზე ჩემი ტრფობა აფიშირდება,
ძვირფასო, რომ არ შევიშალო, რომ არ გავგიჟდე,
შენი ღიმილი, და სულ ცოტა სითბო მჭირდება.

და სანამ გული უკანასკნელ ტკივილებს მილევს,
სანამ დახურავს აწ გაღებულ (ღია) დარაბებს,
რომც სამუდამოდ გავიყინო, რომ მერქვას მკვდარი,
ჩემს გულში მაინც შენი ტრფობა გაიჩარაღებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი