უსათაურო


ვწევარ. ღრუბელი ეფინება მაღალ სახურავს,
მძაფრი სიჩუმე ეუფლებათ ბოროტულ რკალებს,
ვკითხულობ: გარეთ რომ გადიხარ რამე გახურავს?
შემომხედავ და უჩვეულოდ გააღებ კარებს.

მე ჩემი თავის არც ხნე ვიცი, არც ვინაობა,
მაგრამ მისია გამიგია ჩემი გაჩენის,
აღარ მაშინებს არც სიკვდილის გარდუვალობა,
მაგრამ შიში მაქვს სიკვდილამდე მარტო დარჩენის.

საით მიდიან... სად მიჰქრიან გზები, ფოთლები,
რომ ალბომებში დარჩენილა ჩემი ფერება,
მორჩა, დამთავრდა, აღარავის დაველოდები,
და მარტო წავალ შემდეგი გზის გასაგრძელებლად.

რადგან მე ვიცი ეს ბილიკი რასთან მიმიყვანს,
მხოლოდ მე მესმის ღამ-ღამობით ჩუმი ტირილი,
მე შენი ყველა გაღიმება საოცრად მიყვარს,
შენ შიგადაშიგ გახსენდები სუვენირივით.

რას მივეფარო.. სად წავიდე, ჩემო მზექალო,
ახლა ღრუბელი უსაშველო სივრცეს მიწვება,
მე, შენს ხელებში გადაშლილი ერთი ეკალი,
შენ კი ხარ ჩემი ტკივილების გადავიწყება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი