პირველ მუზას(თათიას)


ერთადერთი ხარ, ვინც ამ მიწაზე,
სიყვარულით მე მადარდიანებს.
ერთადერთი ხარ, ვინც სიყვარულზე,
ალბათ ხანდახან მაფიქრიანებს.
ალბათ შენ ფიქრობ: "აღარ ვუყვარვარ
და რატომ მიძღვნის ლექსებს მდინარედ?!"
იცი? მე გეტყვი: "აღარ მიყვარხარ,
მაგრამ შენ ჩემში სულ, სულ ბრჭყვიალებ!"
რომ მახსენდება მე ის დღეები,
არ მასვენებდა შენზე ფიქრები.
ვოცნებობ ხოლმე მე იმ წუთებზე,
როცა შენ გწერდი ლამაზ გრძნობებზე.
იცი?! როდესაც შენზე ვფიქრობდი,
იქ ჩემს გარშემო ყველა ქრებოდა.
ვიყავი ჩემთვის და დავდიოდი
და მე მაშინ ხომ ყველა მტკიოდა.
ალბათ, შენ მაშინ სულ იცინოდი,
ალბათ, შენ მაშინ ძლიერ ბრაზობდი.
შენზე პატარამ როგორ გითხარი,
ასე ძალიან რომ შემიყვარდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი