ისევ გაწვიმდა


ისევ გაწვიმდა
და მომიშუშა გულის იარა.
ქარიც ჩადგა და 
ოჰ, დამაწყნარა მე ამ ნიავმა.
შენზე ფიქრებმა დამაწყებინა ლექსების წერა,
შენზე ფიქრებმა გამაწყვეტინა
სხვა საქმე მე რა.
როგორ მიყვარდი შენ ხომ არ იცი,
შენზე ფიქრებით მე სულ დავიწვი.
შენზე ოცნებამ დრო გააჩერა,
შენზე ფიქრებმა სულ გამაშტერა.
აღარ მიყვარხარ ძლიერ,
ეს სიყვარული ჩაქრა.
გთხოვ მოდი ჩემთან ისევ,
ეჰ, სიყვარული გაქრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი