ღამის ქარები


იდუმალება ღამის წყვდიადს ეპირქუშება
და ღამის სატრფო გალეშილი დაწრწის უგონოდ
ქუჩები სველი თვალს აყოლებენ წყვდიადის ეროსს
და ქანდაკება უძრაობით ტანჯვას აღვივებს
დაკეტილ კარებს გასაღები  დაუკარგია
და შემტვრევისთვის გალეშილ მადამს კვლავ ელოდება
ბეჩამი დროება,გარდამტეხი წამის წინ სწრებით თვალ-ყურს 
ადევნებს ღამის მეძავს უცხო მხარეში
დღეები ისე განუწყვეტლივ ათრობენ ქალს,რომ ეროტიკა დასჩემდაო იტყვიან ბახუსს
დუქანს გამოსულ ორ გროშიანი ღამის ქურდები
ქარები ქრიან,ქრიან ქარები აჩემებული ხის ფოთლების განსაკურნებლად

ქარები ქრიან,იდუმალი სატრფოს სალხენად

მოხუშულ იყო შავი ფერი უცხო ქუჩაზე
და გამეტებით უმშვენებდა ქალს ხასიათზე
ქარები ქროდა უჩვეულოდ,მაგრამ სალხენად

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი