ქარი,დარდი,წამი,ქალი


ააშრიალეთ მგოსნებმა ქარი,
დაბინდულ სხეულს მოსცილდით წამით,
აჩუქეთ მოკვდავთ წყვდიადის დარდი,
და ღამის მთვარეს ლამაზი ქალი.

ისევ აფეთქდა ორკესტრის დარდი,
ჩვენი ცხოვრება უღმერთო წამით,
მკვდარ სიმფონიას არხედა ქარი,
ქუჩის ბოლოს კი ტიროდა ქალი.

სველ ქვაფენილზე,წვეთები წამით
და ჩუმად მჯდომი პოეტი დარდით,
დიდ საიდუმლოს ხედავდა ქალში,
მის წუხილს გრძნობდა იმ ღამეს,ქარში.

იდგა ზამთარი,ვით ქარში ქალი.
სუსხი ნიავი დაქროდა დარდით,
მე შენ და მთვარე,ფოთლების ქარში,
ვგრძნობდით ზრახვათა ცხოვრებას წამით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი