კვლავ მუმლი უტევს მუხას
მაშ,გავიყიდეთ ვერცხლად, იესო მივაბარეთ ეშმაკთ, მეგობარს ვურტყავდით დანებს, ღიმილში დანამალებს. ღალატში ისე ჩავრჩით, ვით ჩერნობილში დარდი, სიყვარულს ვინღა გასცემს, ანგარებაა ხალხში. თავზე გვენგრევა ქვეყანა, უმოქმედობის ჟამით, გამოცოცხლებას ნატრულობს, ქვეყანა მეტად ლაღი. ძალაუფლების წამლით, ვით მოწამლული თაგვი, დაეხეტება,დაძრწის, ქვეყანას ყიდის წამში. თავისუფლების შვილებს, გვიყვარს უფლება თავის, მაინც იხარებს ვარდი, ეკლებით მონაქარგი. ისევ რუსთაველს ხალხი, მრავალი ტანჯვის ადგილს, თავისუფლების ქარში, ქვეყნის დროშები დაქრის. კვლავ მუმლი უტევს მუხას, შემოდგომაა კარზე, სანამ ფოთოლი იცვენს, გადავარჩინოთ მუხა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი