უკვდავება სიკვდილში
ხმაური ზღვის და ხმაური ცის, განგება დღის და განგება თვის, გრძნობები მცდის,ცხოვრება მღლის, სიკვდილი ქრის,წამები წვიმს. საათი გთვლის,დროებას ქმნის, წუთისოფელში დღეები რბის, ყვითელ ფოთლები მოწყენილ დღით, ზამთრის ფიფქები ნელი სვლით ცრის. იგივე წუთი,ამაო მოთქმა, სიცოცხლის გრგვინვა სხეულში ცივად, მევიოლინეს ლამაზი ჰანგი, და ისევ თასი,რქაწითლის დარდით. ქუჩაში მდგომი,უღმერთო ხალხი. ნიავი სუსხი უმძიმდათ, და ქრის. გაზაფხულს ია,ენძელა,ვარდი, შემოდგომით კი სიკვდილი დაქრის. მარტოდ მჯდომები,ბნელ კუთხის წილად, წერდნენ გენიას და თხზავდნენ დიადს, შავი გრძნობებით ხედავდნენ დილას, დაღამებას კი სინათლე ხიბლავთ. დარჩნენ უკვდავად,ვინც არ იცოცხლა, ვინც კი მიუძღვნა ქვეყანას თავი, და როცა წავლენ იმ ქვეყნად დარდით, გაიხსენებენ მოკვდავნი თასით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი