პირველხედი


ციური სხეულების აღმაფრენა უმძიმდა ჩემს სულს
და რელიგიურ ფანატიზმში იკეტებოდა,
მკვდარი ხეები უმოწყალოდ იხავსებოდნენ
და სიცოცხლისთვის მზის ამოსვლას ელოდებოდნენ.

ღრუბელთა კრთომა,ნაწილობრივ მთის განაპირას,
მოსთქვავდა ცრემლებს ქვეყანაზედ,ხის საცოცხლებლად,
ხოლო უმადურთ,დაუწყვიათ ოხვრა და ხვნეშა,
შავ ანაფორას დაუფარავს ცოდვები კაცის.

ქრებოდა ვენახს,თვალ-წარმტაცნი მარცვალთა გროვაც,
სარეველების დღესასწაულს მოჰქონდა თავი,
და ატმის რტოებს დაქანცულად დასჩემებიათ
წუხილი დროის,კაცთა-მოდგმის,ღრუბელთა გლოვის.

ასე ამგვარად, გავყურებდი ალაზნის ველებს,
ვხედავდი ხეებს,მარტოდ-მარტო გაბერწებულებს,
კავკასიონის უმოწყალო მზერის დასაბამს,
ვეამბორე და მზის სინათლეს თვალი შევავლე.

ჰანგს მიღვივებდა ყოველი ჯამი,
დაძველებული რქაწითლის დარდით,
სამყაროს კიდეს ვეწვიე თასის,
სადღრეგრძელოთი ვიშიშვლე ხმალი.

ჩემი სიტყვები იბრძოდნენ ქარში,
მოკვდავთ გონების ველებზე ვთხზავდი,
ხან ჟამი იდგა დიდების ქროლვის,
ხან დარდი მწუხრად მოსჩანდა გლოვით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი