ტრაგიკომედია
იდიოტთა შემეცნებას მოუპარავს ნადავლი ომის და შავ ყორნებმა გადათელეს ლეშები გლოვით, ისე უმძიმდათ მკვდარსხეულებს ღვთის მიტოვება, როგორც ალყაში მოქცეულ ჯარს,ღალატი მეფის. დაქროდნენ ცაში მოხუშული ღრუბლები დარდით, სისხლიან მახვილს დაუკარგავს მრისხანე ფარი, და ბრძოლის ველზე მდუმარებით დაქროდა ქარი, ღამის პირქუში ნეტარება სიკვდილის გავლით. შორიდან,მედგრად,ხარხარებდა ბრბო წუთისოფელს, ცივ დარბაზებში იშლებოდა ნადიმი ხროვის, დამჭკნარი ქალნი ტრფიალებდნენ უღმერთოდ შორის, ღიმილით ყალბით,ირხეოდნენ,ჯამბაზნი,დარდით. მგლოვარე ქალი,დაქვრივებულ ცხოვრების წამით, მწუხრავდა ღამე,გაშიშვლებულ ხეების ხატვით, საკუთარ სულში იმძაფრებდა მარტოობის კვალს და შემოდგომით იბრალებდა გარდაცვალებას. ეს ხდება მაშინ,როცა მწუხრად მოსჩანდა ქარი, ეს ხდება მაშინ,როცა ჯამბაზს ამკობდნენ ტაშით, ეს ხდება მაშინ,როცა კვდება სამშობლოს ქნარი, ეს ხდება მაშინ,როცა მეფე დათვრება სასმლით. და როგორც,უწინ,ვიხსენებდი მკვდარ იდიოტებს, შავ ყორნებს დარდით,მარტოდმარტო გაბერწებულებს, უთვალავ გრძნობებს მთვარის შუქზე დაბერებულებს, და ღამის ქარებს,იდუმალად დატყვევებულებს. ტრაგიკომედია - სამყაროს არსში. მიწისქვეშეთში-ჰადესის ვალსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი