გოეთია
თეთრ ხალათებში აჩრდილნი ყოფის, თავჩახრილები სიკვდილის გრძნობით, ღამის წყვდიადში,ვედრებით მოსილთ მწუხრავდნენ ღამეს,პოეტის გლოვით. და როგორც კენტავრს,ღვთისაგან ნაშობს ოლიმპოს მთაზე ჰადესის წარსულს, ადამიანებს უკდვავად მარხულს, და დედამიწას,მგლოვარედ აქუხს. მე კი მათ შორის,მჯდომი შუაში, ვირგებდი ნიღბებს კედლებზე გაკრულს, ხან მეფე ვიყავ ლირივით მარტო, ხანაც პაიკი მოკლული,ვდარდობ. ათასი გზებიი,აგებულ ცათა დამწყვდეულ ქართა,დაქროდა ფარდა... ეს იყო,დარდთა უღმერთო გავლა მარადისობის ქარ-ცეცხლში დაწვა. როგორც იწვოდა,ხიდები ნდობის ისე ქრებოდა რითმები გლოვის, მე ვუყურებდი აჩრდილებს ყოფის, როგორ მწუხრავდნენ,სიბნელის ნოტით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი