გალელია


ახლა ძლიერ დამძიმდა უშენობით ცხოვრება,
გარდაუვალ სიკვდილთან მარტოდმარტო დარჩენა,
ვწერ,უმწეო მარტობის თვეს...მოტრფიალე ქარებით,
მოხალისე ამბორით კი სწუხდნენ ამორძალები.

გადირბინეს მთები და უცხო არემარენი,
დაწყევლილი სამოთხის იდუმალი ზრახვებით,
გულში ჩუმი სიმღერით აიყოლეს გრძნობები
და უღრუბლო,უმწიკლო ცისკენ მივექანები.

მარადიულ სამყაროს მოგუგუნე ჰანგები,
წრფელი Adagio და თვით შუბერტის ვალსები,
ჩამესმოდა ზეციურ სამეფოში ქნარებით
მიწიერი ცხოვრების უბნელესი დარდები.

ქარი ქროდა უღმერთოდ,ფოთოლს არც კი არხევდა,
გეგონება გლოვობდა უწინ ასე მოლხენას,
მის გარეშე მარტები,მარტოობით დასველდა
იქნებ სადღაც წავიდა,მქროლვარე ჟამს დანებდა.

დღესასწაულს წუთიერს ამქვეყნიურ გაქცევას,
ჰგავდა ზამთრის მოსვლა და ატუსული ხეები,
ფართო გზებზე მავალი,ვიღაც მწუხრი მავანი,
ამეფებდა ალიონს,როგორც ქალი ფაიტონს.

მერე ისევ წავედით გარდავსახეთ ცოდვები,
ვინანეთ და ვილხინეთ,მაგრამ არას დავნებდით,
ჩვენი განსაკურნელი აღსარება დატყვევდა,
არაფერი გვეშველა,ვერ ვიმარჯვეთ დუელში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი