ათინათური
მივყვები იმ გზას,რომელიც არ მკლავს რომელიც არ ჰგავს დათოვლილ ზამთარს ვსვავ წითელ ღვინოს,ალუბლის ტონით მთვარიან ღამეს,მოხუშულ გრძნობით. მშვიდათ დრო გადის,დრო უკუღმართი არ იმჩნევს ტკივილის,სადღაც შორს დაძრწის მაწვიმს,არადა ცაზე ღრუბელი არც კი არც კი მოსჩანან და მაინც მაწვიმს. დაქრის,ქარებიც უჩუმრად დაქრის და ეს ტალღებიც ვერ სწვდება ნაპირს. სადღაც კი ჭკნება გაზაფხულს ია ჯერ არ მოსული,სიკვდილით ტკბება. მოხუშულ ფერით ივსება ზეცა და თეთრ ათინათს შეჰყურებს ყველა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი