ეული


სოფელ ნულის თავზე ელვა გველივით გაიკლაკნა და გრუხუნის ხმა გაისმა. ორ მეტრში მეხი ჩამოვარდა. სოფელ ნულში კოკისპირულად წვიმდა და ძლიერი ქარი ქროდა. ამ უამინდობის გამო მაღალი ძაბვის სადენები დაწყდა და ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო მთელ სოფელში, რომ თითქოს უშუქობისგან გამოწვეულ სიბნელეში ნულის მთელ მოსახლეობას ეძინა.  
   სოფლის სასაფლაოსთან ახლოს ერთი ქართული წითელი აგურით ძველი აშენებული   ორ სართულიანი სახლი იდგა.  პირველ სართულზე კარი გაიღო და იქიდან ვიღაც შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. კიბეებზე ავიდა და მეორე სართულის  აივნის მოაჯირთან დაადგა. თავში რა აზრიც ჰქონდა, ამ გადაწყვეტილების მიღება, იოლი არ იყო, დროთა სვლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა მიიყვანა აქამდე. არემარეს გახედა.წვიმდა და წყლის წვეთები სახეზე და თავზე ეცემოდა. მიუხედავად ასეთი ავდრისა დარწმუნებული იყო, რომ ქვეყნიერებას ბოლოჯერ უყურებდა და სიბნელეში რაღაც ლამაზ ეძებდა. რამდენიმე წამის  შემდეგ ( ამ რამდენიმე წამში მთელმა ცხოვრებამ ფილმის კადრებივით გაურბინა თვალწინ - პირველი კადრი ბავშვობა,  დედის სიკვდილი, დეპრესია და სკოლაში არ სიარული გარკვეული დრო, უმაღლესში არ ჩაბარების სურვილი, უცხო  სტუმრის მოსვლა, დეპრესიისგან განთავისუფლება, უმაღლესში ჩაბარება, ბავშვობის მეგობრების შური, ყველას დაკარგვა და ბოლოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არცერთი კურსელი არ ეკონტაქტებოდა, ამის მიზეზად კი თვლიდა ერთს: უმეტესობა თავის ნაცნობების მეშვეობით კარგ თანამდებობებზე მოწყობილიყვნენ, ეს კიდევ ქალაქიდან სოფელში  დასახლებულიყო და მეზობლების დახმარებით არსებობდა, გუშინ ღამე მათაც მობეზრებოდათ მისი შენახვა და  დღეიდან ერთ-ერთი ეული გამხდარიყო.) იპოვნა კიდეც, ცაზე გველის სახით დაკლაკნილი ელვა. მართალია საშინელ გრუხუნის ხმას გამოსცემდა, მაგრამ მასში ქალისთვის  რაღაც ისეთი თვალწარმტაცი იყო, რომ რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა.   უცბად კატის ხმა გაიგონა ქვემოთ. თავიდან იფიქრა ხომ არ მომესმაო, მეორეჯერ, ალბათ სხვის კატა გარეთო, მაგრამ მესამეჯერ როცა მიხვდა რომ გარეთ კი არა მის ეძოში ამ ბალკონის ქვეშ ისმოდა, სიხარულისგან შეხტა. 
   -ტომი, ჩემი ტომი, გაიფიქრა ქალმა. ერთადერთი არსება, რომელმაც არ მიმატოვა. მართალია მუხთალმა ბედმა თავის მოკვლა მომანდომა, მაგრამ განგებას არ  თურმე ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა არ ნდომებია.
   ქვემოთ ჩავიდა, თავის კატას ეძებდა, მაგრამ ტომი თითქოს მიწას ჩაეყლაპა. უცბად ბაღიდან თეთრი კატა გამოძვრა. ეს ტომი იყო. 
  -ჩემო ერთადერთო მეგობარო შენღა დამრჩი ამქვეყნად.  სხვა ყველამ მიმატოვა, მეზობლებმა შიმშილით სიკვდილისთვის გამწირეს, მაგრამ რადგანაც შენ აქ მყავხარ, ამ ბედუკუღმართობას გავუძლებ და კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად. თქვა ქალმა და კატას ჩაეხუტა. 
  სოფელ ნულის თავზე ელვა კვლავ გველივით იკლაკნებოდა და კვლავ წვიმდა.  ქალი და კატა ჩახუტებულნი იყვნენ. ერთი დუმდა, მეორე კნაოდა. გავიდა რამდენიმე საათი, გათენდა, მზემ პირველი სხივები ესროლა დედამიწას, ხალხმა გამოიღვიძა და ყველა თავის საქმეს შეუდგა, ზოგი სკოლაში სკოლაში, საძოვარზე, ბაღში და ზოგიც კიდევ სიზარმაცისგან  ლოგინში და კვლავ ტკბილად ეძინა. გამოედარებინა, ცაზე ღრუბლის არცერთი ნაგლეჯი არ დარჩენილიყო. დილის ათ საათზე მეზობელი შევიდა, გუშინდელი ნათქვამის გამო სინდისი აწუხებდა, მთლად ეულ ადამიანს რანაირად მოვექეციო, ბოდიში უნდოდა მოეხადა, თან პური კარაქი და ჩაის პაკეტები მოიტანა, ჭიშკარი გააღო თუ არა დაინახა კატა და ქალი  ერთმანეთზე ჩახუტებულნი გაყინულნი იყვნენ. შეშინებული  გარეთ უკან მოუხედავად გაიქცა და რაც აქ მოსახლესთვის უნდა მიეცა, ძირს დაყარა. ცოტახანში მეზობლები შემოვიდნენ და მდუმარედ უყურებდნენ ორ გვამს, შემდეგ უცბად ამოძრავდნენ და კვლავ ხმა ამოუღებლივ აწიეს ქალის და კატის გსხეულები და ორივე მიწაში დაფლეს. საფლავის ქვაც დაადგეს ზედ, ოღონდ ერთი უსახელო, რადგან ორ ფეხზე მოსიარულე არსების სახელი არ იცოდნენ და არც დაინტერესებულან რომ გამოეკითხათ. კატის კი გაგონილი ჰქონდათ ტომი.
  მას მერე დიდი დრო გავიდა, სოფელ ნულში ახალ მოსახლეზე და მის სახლზე, რომელიც ერთ დროს ერთ უცნაურ ქალს შეეძინა მეკოკიშვილების ოჯახისგან, აღარავინ საუბრობდა. თითქოს ყველას დავიწყნოდა. სახლი დანგრეულიყო და თითქოს ამ ქალის ყველა კვალი წაშლილიყო, მაგრამ არა, მოუვლელობისგან ეკალ-ნარით სავსე საფლავი დარჩენილიყო, რომელსაც ყველა ისე უვლიდა გვერდს, თითქოს იქ არავინ დამარხულიყო და პატივის მიგების ნიშნად მოკეთეებისგან თუნდაც ღვინის წაქცევის ღირსი არ იყო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი