ბედის ბორბალის ბრალია


ბედის ბორბალი მრგვალია,
                    ზოგი მას ნელა მისდევს, მაგრამ ის ხანდახან ძალიან სწრაფია,
                ვინც ბოლომდე მას მიენდობა, ის სააბოლოდ მოტყუებული რჩება.
                                   ვინმე  შეიძლება ბორბლის თავზე ავიდეს, მაგრამ მერე
                ჭკუით უნდა იყოს, ტრიალი რომ არ დაიწყოს და  ძირს არ დაანარცხოს,
                                                                ბევრი ქვევით მოუქცევია.
                ბედის უკუღმართობა მხოლოდ ცოდვით დაცემულ ადამიანებს სდევს,
                                ის არასდროს არავის არ უთანხმებს, როცა ტრიალს იწყებს.
                                           ბევრს კარგს შეახვედრებს, ისე რომ არ ეკუთვნის,
                                                                 შემდეგ  კვლავ  ართმევს.
                                        ზოგი ჭკუიდან გადადის, რადგან ბედისწერისგან 
                                                       ზედმეტად ბევრი აქვს მიღებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი