ცაცხვების ქვეშ
1
ცაცხვების ქვეშ,
ტრამალზე,
სადაც ჩვენ ორნის საწოლი იყო,
შეგიძლიათ ნახოთ,
ყვავილები და ბალახები ერთმანეთზე მიყრდნობილი.
ტყესთან, ხეობაში
ტანდარაი!
ბულბული გალობდა!
2
მე მივედი აუეს ნაპირას
ჩემი მეგობარი უკვე მისული იყო.
ღვთისმშობელო ყველაფერი მშვენიერი იყო
და უბედნიერესი ვარ!
მან ათასჯერ მეამბორა,
ტანდარაი!
პირი გაწითლებული მაქვს.
3
ყვავილებისგან
დიდებული კარავი გაშალა,
შემდეგ მაგრად დამცინა,
ვინმეს რომ ამ გზაზე გამოეარა
შეეძლო ვარდებში
ტანდარაი!
ჩემი თავი დაენახა.
4
მე რომ მასთან ვიწექი
ეს თუ ვინმემ გაიგო,( იმედია ღმერთმა არ დაუშვა მსგავსი.)
შემრცხვება.
ჩვენ რაც ვქენით იქ -
არავინ უნდა იცოდეს,
მხოლოდ მე, იმან და
პატარა ჩიტმა,
რომელიც ჩუმად იქნება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი