გიორგი ზუბიტაშვილი

პოეტი

● last_activity 3 საათის წინ
გვერდი შექმნილია 2021 წლის 26 ივლისს
გიორგი ზუბიტაშვილის შემოქმედებითი გზა გიორგი ზუბიტაშვილის დებიუტი 2018 წელს ალმანახ „ამირანში“ შედგა. მისი შემოქმედება სისტემატურად იბეჭდებოდა გაზეთებში „განმათავისუფლებელი“, „ყვარელი“, „ლიტერატურული საქართველო“ და ჟურნალებში „ანეული“, „ოლე“, „ათინათი“. იგი იყო ყვარლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის წევრი, ამჟამად კი ხელმძღვანელობს „ქართული სიტყვიერი კულტურის სექციას“. 2020 წელს ჩაირიცხა თელავის სახ. უნივერსიტეტში ქართ. ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მნიშვნელოვანი გამოცემები და თარგმანები: • ავტორია კრებულებისა: „მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა“ (2021) და „სამზეო ჩამომიარე“ (2024). • მისი ლექსები შესულია ანთოლოგიებში: „სევდისფერი მარგალიტი“ (აშშ), „საქართველოს პოეტები“ (I-III, V ტომები), „სულიერების კვალდაკვალ“ და სხვა. • შემოქმედება თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ და თურქულ ენებზე. აღიარება და ჯილდოები: • „ივერიის“ სახელობის საერთაშორისო პრემია (2020); • ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი (2022); • „ახალი ქართული სიტყვის დიდოსტატისა“ და „მთის პოეტის“ წოდებები (2023); • წმინდა ნინოს ჯვრის მედალი და კონკურსის • პრემია „ლიტაივანი“ (2025). გიორგი არის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და აკადემია „გულანის“ წევრი. ეწევა სამეცნიერო საქმიანობას , იკვლევს ერეკლე II-ის ეპოქას, „ვისრამიანსა“ და ფოლკლორს. 2025 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე. 2026 წელს ჟურნალი “ოლე” ბეჭდავს გიორგის რამდენიმე ლექსს პირველ ნომერში.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი