სატრფიალო სურათი
ნეტავი მწყურვალს, ნანატრო ქალო, მასმევდე წყაროს ვერცხლის ხელადით, შენ ჩემი დუშმნის ასული იყო, მე - შენი მოდგმის მტერთა ბელადი! ჰგავდე გაზაფხულს კდემით და რიდით, გშვენოდეს მთების მკაცრი სურათი, მასმევდე თუნგით სიცოცხლის წყაროს, ვკვდებოდე, როგორც ჰაჯი-მურატი! გდიოდეს ცრემლი - ბროლის ჩქერალი, ხელებმა შენი სახე დაღადროს, მეშველებოდე პირმოწუხარი, მეშველებოდე, მაგრამ რაღა დროს! გიორგი ზუბიტაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი