*** (სჯობდა დიდოელს ესროლა ტყვია)
*** სჯობდა დიდოელს ესროლა ტყვია, დამამიწებდა ვინმე ფირალი, მაგრამ შენ ჩემი სიკვდილი გქვია, ქალის თვალებით შემომზირალი! სჯობდა მოვეკალრაყიფს ან აბრეკს, ჰრქმეოდა იმას თუნდა რაშიდი, მაგრამ შენ მისჯი სინდისის სასჯელს - ქალურ დამსჯი და ქალურ გამყიდი! ამ ბნედა-კვდომას სჯობდა ციხის წინ ხმლით აველალე გენუხის აულს, შემოგრეოდა ცრემლის ხალისი, მით გადიხდიდი ჩემსა საზღაურს! თუმცა არ მერგო დუშმანის ტყვია, არ გამიმტერდა ვინმე ფირალი, რადგან შენ ჩემი სიკვდილი გქვია, ქალის თვალებით შემომზირალი! გიორგი ზუბიტაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი