*** (ავაჰმე, ქალო, მაგ მრისხან მზერას)
*** ავაჰმე, ქალო, მაგ მრისხან მზერას, რაისთვისა გგვრის ხატება ჩემი? - თითქოს მოგიკალ ნაძმობი დილას, ამბავი გითხარ თავზარდამცემი. ჩემ დანახვისას მაგ თვალთა სისხამს, რაისთვის გიკრთობს ზიზღის ბურანი, რისად არ მინდობ შენსავე მონას? - არც ბიბლია გწამს, არცა - ყურანი!.. განა რა ცოდვა მიძღვის შენ წინად, განა რა ხარკი და ოქროს ტევრი, რომ ჩემი წმინდა გრძნობების წილად, უხანჯლოდ მკლავ და უსიტყვოდ მწყევლი. გიორგი ზუბიტაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი