დაიბადა 2001 წლის 12 დეკემბერს ქ. ყვარელში და მშობლიურ სოფელ შილდაში გაიზარდა, აქვე დაამთავრა 11 კლასი, ხოლო სასკოლო განათლება ქალაქ ყვარლის 1-ელ საჯარო სკოლაში დაასრულა, იგი 2020 წელს ჩაირიცხა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიის განხრით. --
"ახალგაზრდა პოეტი გიორგი ზუბიტაშვილი უკვე პოპულარულია თავისი შემოქმედებით, ვინც პოეზიის მომნუსხველი ენით ესათუთება სიყვარულს, ადამიანთა შორის ურთიერთობებს, იდუმალ ბუნებას, თავის მხარეს-კახეთს. 2021 წელს გამოიცა მისი საავტორო ლექსების კრებული “ მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა”. გიორგი არის ილ. ჭავჭავაძის გაზეთ “ივერიის” სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემიის ლაურეატ-ორდენოსანი.
მის ლექსებზე-“ქალმა ტირილით მოიკლა თავი” და “ჩემი სამშობლო საქართველოა” შეიქმნა მშვენიერი სიმღერები ემიგრაციაში მყოფი, კვარტეტ “ხმების” ყოფილი წევრის მაია სიჭინავას მიერ. მისი ლექსები და მოთხრობები, თავდაპირველად, ადგილობრივ გაზეთ “ყვარელში” იბეჭდებოდა. იყო ყვარელში არსებული “კალამოედანის” კლუბის წევრი. პოეტს იწვევენ ტელეგადაცემებში, მასთან ინტერვიუები პრესაში.
საქართველო ამაყია თავისი მრავალფეროვანი ნიჭიერებით დაჯილდოვებული ღირსეული პოეტებით!"
- პროზაიკოსი ეკატერინე ავაზაშვილი
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი