სამოტივაციო წერილი შენთვის


ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ვითარდება, რომლისთვისაც ჯერ არ მოვმზადებულვართ. თუმცა, ჩვენ ადამიანებს ზუსტად ამ პრობლემებთან გამკლავება და მათი დაძლევა გვაძლევს ძალას და უკეთეს გამოცდილებას.
 ცხოვრება გრძელდება და რაც წარსულში მოხდა იმას უკან ვეღარ დავაბრუნებთ, რაც არუნდა ვეცადოთ. მართალია იმ ემოციებსა და მოგონებებს ვერ ამოვშლით ჩვენი გონებიდან. თუმცა ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ასევთქვათ იგივე ნოტიდან, და თუ არ გავაგრძელეთ ცხოვრება, ეს ემოციები შეგვჭამენ, მოგვკლავენ და ასე ჩვენს მომავალს საბრთხეს შევუქმნით, ცხოვრებას დავინგრევთ.
ერთადერთი გზა რჩება რომ შევეგუოთ ამ ყველაფერს და ცხოვრება განვაგრძოთ.
 ამის შემდეგ კი ჩვენ ვხვდებით რომ ერთი განსაკუთრებული რამ გვაქვს, ის რომ ჩვენ არ გავტყდით!
იმის მიუხედავად რომ გული დაგვეწვა, მოგვიკვდა. თუმცა ამის მიუხედავად ფეხზე წამოვდექით, თავი დავარწმუნეთ, რომ ყველაფერს შევძლებდით და ახლა აქ ვართ ცხოვრების გზაზე სინათლისკენ!
 ეს ყოველივე კი უნარს გვაძლევს, რომ მომავალში რაც არუნდა მოხდეს, ყოველთვის წამოვდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ გზას!  წინ სინათლისკენ!

გიუშ სიხარულიძე 🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი