*** (ჩანახატი)


შავღრუბლიანი ცა იყო. წვიმის წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა, თითქოს
ღრუბელნი ჩაფიქრებულნი იყვნენ.
 ქარი ქროდა, ფიჭვნი, წიფელნი და მუხანი მსუბუქად ირხეოდნენ და ნაზად აშრიალებდნენ ფოთლებს, თითქოს ღრუბლებს წვიმის მოსვლას უარს უცხადებდნენ, ანიშნებდნენ.
ჩიტების ჭიკჭიკი არ ისმოდა, სიჩუმე დაბუდებულიყო, თითქოს და... მიეძინა აქაურობასო... მზეც არსად ჩანდა, თითქოს დრო გაჩერებულიყო. იქვე მწოლიარე ჩანჩქერსაც ლამის ჩასძინებოდა, მისი ჩუხჩუხიც არავის აფხიზლებდა.
  უცებ იქუხა! და ბუნებას თითქოს გამოეღვიძა. წამოვიდა წვიმა თქეშით და ყოველი წვეთი აფხიზლებდა ბუნებას. ჩანჩქერსაც ხმაური მომატებოდა, ქარის სიძლიერემ იმატა, წვიმის წვეთებმა იმატა. წიფელნი, მუხანი და ფიჭვნიც ძლიერად ირხეოდნენ, ფოთლებს აშრიალებდნენ.
  სიბნელე დასადგურებულიყო, წყვდიადს მოეცვა აქაურობა, მაგრამ წვიმა არ ჩერდებოდა, არც ქარი აპირებდა დანებებას.
  წვიმდა, წვიმდა...წვიმდა... თითქოს დრო არ გადიოდა, თითქოს წამი... წამად რჩებოდა, წუთი... წუთად, თვე...თვედ, წელი...წლად, არ ჩერდებოდა. წყვდიადს და ბნელეთს ისევ მოეცვა აქაურობა.
წვიმით ისევ გამალებულად წვიმდა, ისევ ქროდა ქარი, ბობოქრად!
  შავი ღრუბლების ბურუსში მზის სხივიც ვერ აღწევდა, იმდენად მჭიდროდ შემოხვეოდნენ არემარეს.
  იკლო წვიმის წვეთებმა, ქარმაც იკლო, თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენო ან გადაიღალნენ, ღრუბელნიც ნელ-ნელა გაიფანტნენ.
  წმინდა მზე ამოსულიყო! საოცრად კაშკაშებდა. წყვდიადიც გაქრა, თითქოს მზის სხივებმა ატკინა, თითქოს ის ხელები დაუსერა სხივებმა, რომლითაც ასე მჭიდროდ იყო შემოხვეული აქაურობას და თავი მბრძანებელი და ყოვლისშემძლე ჰგონოდა.
  წყვდიადი უმალ გაქრა, ღრუბელნიც, წყვდიადის პაიკნიც გაფანტულიყვნენ, აბობოქრებული ქარიც ჩამდგარიყო.
  არემარეს მზის სხივი მონატრებოდა! თანაც როგორ... 
ის წმინდა და თბილი მზის სხივი. წიფელნი, ფიჭვნი, მუხანი ამაყად გამართულიყვნენ წელში და თვალებში შესციცინებდნენ მზეს, თავი მედგრად ჰქონდათ აწეული და მას მადლობის ნიშნად ხელს უქნევდნენ, ჩანჩქერსაც გული მოსვლოდა და ამაყად ჩხრიალებდა,
ჩიტებიც მღეროდნენ, ამ სიწმინდით და თბილი გრძნობებით აღსავსე მზეს მადლობას უხდიდნენ.
  დღეები გადიოდა და ღამეც ისეთივე ნათელი, განათებული და მშვიდი იყო, როგორც დღე.
  ამის შემდეგ უკუნი აღარასდროს მოსულა, სულ მზე სუფევდა ამქვეყნად. მან პირობა დადო და ყოველთვის ასრულებს მას.

 გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი