"ისინი ვინც იციან მოქმედებენ, ისინი კი ვისაც ესმით ასწავლიან"


ეს ფრაზა ეკუთვნის ცნობილ გამოჩენილ ფილოსოფოსს, პლატონს.  იგი ვფიქრობ ამ ფრაზაში გულისხმობდა რომ ცხოვრება გაკვალული და გაუკვალავია ადამიანის მიერ. არავინ იცის ვინ როგორ იცხოვრებს. ზუსტად არავინ იცის საერთოდ სიცოცხლე რისთვის არსებობს, თუ ჩვენ ადამიანნი სამყაროს მოვლენილნი ისევ უნდა ვიქცეთ ქართა მტვრადა თუ, ვარსკვლავებად. ზუსტად საერთოდ არავინ იცის თუ რისთვის მოვდივათ და სად მივდივართ. დრო ხომ უჩვეულო რამ არის, იგი არ გელოდება, მას არ აინტერესებ მიყვები, თუ არ მიყვები. დრო გავა.. გავა,  ის ადამიანნი მიავიწყდებათ ვინც აქამდე სამყაროს ნაწილი იყო, ვინც მის თითოეულ წამს ითვლიდა და არ აძლევდა საკუთარ თავს უფლებას რომ დრო უქმად გაეყვანა. იმასაც მიივიწყებენ ვინც დროის ფასს არ აქებდა და არ ადიდებდა. ანუ საბოლოო ჯამში მაინც ყველას ავიწყდები. არ აქვს მნიშვნელობა ვის უყვარდი, ვინ გიყვარდა, ვის ენატრებოდი, ვინ გენატრებოდა და ა.შ.    დრო გავა და მაინც ყველა, ყველას მიივიწყებს. 
 მაგრამ ერთი რამ რჩება გაუფანტავი. ცოდნა. ცოდნა იმისა რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ სხვანაირად ფიქრს და სხვა თვალით შევხედავთ სამყაროს მით უფრო მალე გავიგებთ მის საიდუმლოს, საიდუმლოს რომელსაც კაცობრიობა დღემდე მის ამოხსნას ცდილობს.   "ისინი ვინც იციან მოქმედებენ, ისინი კი ვისაც ესმით ასწავლიან," ანუ ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შევხედოთ რომ მისგან ნაკარნახევი პასუხები მივიღოთ. ცოტა სხვა მხარეს წავედი, მაგრამ იმედი მაქვს მიხვდებით რა ვიგულისხმე.


  გიუშ სიხარულიძე🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი