მამაჩემის უკვდავი რჩევა, დარიგება


მამას აწუხებდა ის ფაქტი რომ მოუნდომებელი ვიყავი და აღარ ვსწავლობდი. მე კი მას ვუთხარი რომ არვიცი ის პროფესია ავირჩიე თუ არა უნივერსიტეტში სასწავლებლად, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავყვებოდი. ვუთხარი რომ - "სულით ვერ ვგრძნობ მეთქი." 

მამა ჩამოჯდა სავარძელზე დამშვიდებული და ცოტა აღელვებული. შთაბეჭდილება დამიტოვა თითქოს მასაც გამოევლო ეს განცდა ახალგაზრდობაში. მისმა იერმა მიმახვედრა, წარსულს დაეტოვებინა ამგვარი განცდა მისთვისაც ადრე და ახლა ამ გრძნობას და მოგონებებს სადღაც სულის სიღრმეში ჩამარხულს გამოეღვიძა. 

მან მითხრა აუღელვებლად - "არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობას გააკეთებ, ყოველთვის ნებისმიერ პროფესიაში გამოჩნდება ისეთი რამ, რაც არ გესიამოვნება თუმცა მისი გაკეთება მოგიწევს. არ არსებობს ბედნიერების მომტანი საქმიანობა, მთავარია გულით გიყვარდეს." 
მან შემდეგ თავის მშობლებზე და თავის გამოცდილებებზე მიამბო ცოტა რამ. ის მოგონებები გაიხსენა როცა ამას მიხვდა, რაც ჩემი შინაგანი გაურკვევლობის პასუხი იყო. მისმა გამოხედვამ მიმახვედრა, წარსულს მისთვის ის საიდუმლო დაეტოვებინა რომლის მიხვედრასაც ზოგ ადამიანს მთელი ცხოვრება სჭირდება და ზოგი კი ვერც ხვდება ამ მინიჭებულ პატივს ცხოვრებისგან, ან ხვდება, მაგრამ ყურებს არ იბერტყავს. 

მამაჩემის სიტყვებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა...
იმედი მაქვს მამაჩემის იმედებს გავამართლებ და ასეც მოხდება.

პ.ს მინდა ამ ჩემი ნაწერით თქვენ მკითხველნო, მოგცეთ იმედი რომ სიყვარულით ყველაფერი გამოვა თუ ირწმუნებთ.

"არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობას გააკეთებ, ყოველთვის ნებისმიერ პროფესიაში გამოჩნდება ისეთი რამ, რაც არ გესიამოვნება თუმცა მისი გაკეთება მოგიწევს. არ არსებობს ბედნიერების მომტანი საქმიანობა, მთავარია გულით გიყვარდეს."  - (მამა)

გიორგი სიხარულიძე / 2025 / 1 ივლისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი