ილუზიის მეტამორფოზა


როცა გვსურს ის რაც ჩვენთვის მიუწვდომელია, თუმცა ჰაერივით გვჭირდება, საკუთარ თავს ილუზიაში ვაგდებთ, თითქოს ეს მართლა ხდება. შემდეგ კი დრო გადის და ვხვდებით რომ ეს უბრალოდ ილუზიაა, საკუთარი ილუზია! მწუხარება ცრემლებად იცვლება, ცრემლები კი გულის უგზოუკვლო დინებით. 
დრო გადის. თანდათან ვარდისფერი სათვალეები რეალობით იცვლება, მწარე რეალობით, რომელიც მუდმივად გვაყენებს დარტყმას, ბრმა შეურაწყოფებს. ვცდილობთ გამკლავებას ხოლო ციკლი ისევ მეორდება. ესეიგი სიგარეტი ჩაიწვა, თუმცა გვსურს მწუხარების ახალ ღერს ცეცხლი წავუკიდოთ თორე ბედნიერებას ვერ ვგრძნობთ მის გარეშე. ესაა კაცობრიობის სენი, — ტკივილს თუ ვერ ვიგრძნობთ ვერც კარგად ვიქნებით. ისევე როგორც თუ ჯოჯოხეთი არ იარსებებს, სამოთხის ფასს ვერ მივხვდებით.

გიორგი (გიუშ) სიხარულიძე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი