ცხოვრების გზა—(სამოტივაციო წერილი)
როცა პანდემიამ გვერდი იცვალა და ცოტაოდენ გადაგორდა, დადგა დრო რომ 19 სექტემბერს უკვე ფიზიკურ სივრცეში, აუდიტორიაში უნდა გამეგრძელებინა სწავლა მე-2 კურსიდან. როცა უნივერსიტეტში შევაბიჯე მეტად განსაკუთრებულად კარგი შეგრძნება დამეუფლა ვიდრე ონლაინ სწავლების დროს პირველ კურსზე მყოფს. ალბათ ეს ის შეგრძნება იყო რომ კორონა პანდემიის დროს თითქოს და გაჩერებული სამყარო შეირხა და ისევ სვლა განაგრძო, როცა იგი ცოტაოდენ ჩაწყნარდა. უნივერსიტეტში ადამიანთაგანაც განსხვავებული ენერგია და პოზიტივი შევიგრძნე, თითქოს და სხვა სამყაროში შევაბიჯე, რაც ჯერ არ შემიცნია, თითქოს დამებადა შეგრძნება რომ ასევთქვათ იგი სულ ცოცხალია, ცოცხალი ენერგიით და შემართებით. მე იმის თქმას ვცდილობ რომ სტუდენტური ცხოვრება მეტად სხვაა და როგორც გამიგია მეტად მრავალფეროვანია იგი. როგორც უკვე ვახსენე უნივერსიტეტში ფიზიკურ სივრცეში გადასვლის პირველი დღე იყო 19 სექტემბერს ანუ გუშინ წინ. პირველ ლექციაზე სტუდენტებს ლექტორი ხალისით შეგვეგება და ლექციის პროცესმაც საინტერესოდ ჩაიარა. შემდგომ დადგა მეორე ლექციის დროც, შეგვეგება ახალი საგნის ლექტორი, ისიც თბილად, ხალისიანად და შემართებით გახლდათ. ძალიან საინტერესოდ ახსნა და განმარტა ახალ საგანთან დაკავშირებული ბევრი რამ. ახლა კი ვისაუბრებ იმ თემაზე რაც არ მასვენებს, თუ ამ ფურცელს და თქვენ პატივცემულო მკითხველნო არ გაგიზიარებთ. ისევ მეორე ლექციის პროცესში ამ საგნის ლექტორი გვასმენინებდა კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურის და გამომგონებლის სტივ ჯობსის ერთ-ერთ გამოსვლას, იგი ხალხს მიმართავდა, უყვებოდა და უზიარებდა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, თუ როგორი გზა განვლო რომ საწადელი, სანუკვარი ცხოვრების გზისთვის მიეღწია, გზა რომელიც გაუკვალავდა ბედნიერებისკენ მისასვლელ ბილიკს. ზუსტად ლექციის დროს სტივ ჯობსის ამ შთამაგონებელმა გამოსვლამ დამაფიქრა, ნუთუ ცხოვრებისგან მიღებული დარტყმების თავიდან აცილება შეუძლებელია? თუ მისი მიღებაა საჭირო, იმ დარტყმების მიღება რომელიც ხანდახან ცხოვრების ამაოებაზე გვაფიქრებს, მის ძირეულ საწყისზე, რომელიც ადამიანს სულ რევს და ცხოვრების რაობას აკარგინებს. როდესაც იმ რომელიმე მიზნის მიღწევა შეუძლებელი გგონია და მისი წარმოდგენა კი მეტისმეტად რთული, ამ დროს სასოწარკვეთილების პიკზე ხარ და ფიქრობ ნუთუ ეს არის ცხოვრება?! ერთხელ რენე დეკარტიმ თქვა: ,,სასოწარკვეთილება ეს შიშია, იმედის გარეშე." ჩემი აზრით ნამდვილად ასეა! ცხოვრება თანდათან იმედს გვაკარგინებს, რომ რამეს მივაღწევთ და შევძლებთ მის დამარცხებას. აქვე განვმარტავ, დამარცხება იმიტომ ვახსენე, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები, რომც სხვის შეცდომებზე სწავლობდე. ცხოვრება უცებ გადაგივლის თუ თავი დაუხარე. მე ვფიქრობ რომ ცხოვრება ბრძოლაა გამარჯვებისთვის და ეს არის ბედნიერება, რაც გამარჯვებულად გაგრძნობინებს თავს, რადგან ცხოვრებაში სრულიად ბედნიერი ვერ იქნები თუ გამარჯვებული არ ხარ. ამავდროულად უნდა ვაღიაროთ რომ ცხოვრება უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლის, ის მოგაყენებს უამრავ შინაგან თუ გარეგან ტკივილს. ამ ყოველივეს მე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვამბობ. ცხოვრებამ შეიძლება გაგტეხოს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამოცდილებასაც ვაგროვებთ მისგან, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ ხელმეორედ. ჩემი აზრით ვისაც დამარცხება არ უგემია, იგი ვერასდროს გაიგებს თუ როგორ მიაღწიოს საკუთარ თავზე და თვით ცხოვრებაზე გამარჯვებას. აქვე ვახსენებ რომ გამარჯვებაში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ: პიროვნული ზრდა, ბიზნესში რაიმე დიდი წარმატება და ა.შ. შეიძლება მითხრათ რომ შესაძლებელი არის ვისწავლოთ როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას. თუმცა მე გეტყვით რომ თუ არ გამოგიცდია როგორია დამარცხება და გამოცდილება არ შეგიძენია ცხოვრებაში, შენი წარმატება დიდიხანი ვერ გასტანს. ამიტომ ვფიქრობ, ალბათ ჯობია შეცდომები მივიღოთ და იმ შეცდომის გამოსწორების გზა ვეძებოთ რათა წარმატება ვიგემოთ. ჩემ ნააზრევს დავასრულებ სტივ ჯობსის სიტყვებით: ,,ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს გირტყამს, არ დაკარგო რწმენა." გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი