ლილიტის ძღვენი


მეამბოხეთა სულებს სიჩუმე ყლაპავდა
და დადგა ჟამი უკვდავებისა!
ცად ლილიტი მოდიოდა 
და აღავლენდა თვალებს ზეცადა,
ცათა სასუფეველი იხრწნებოდა 
და თავიდან იბადებოდა.
ირთვებოდა და იკაზმებოდა ქვესკნელის ტაძრები,
სიჩუმე სულის სიღრმეში ტოვებდა ხრწნის კვალს.
ქვემეხები ბელზებელივით ტრიალებდა,
მგელი ყმუოდა, დათვი ღრიალებდა.
ბავშვები ყვიროდნენ, ქალები კიოდნენ,
ქალაქს უმზეო ღრუბლები უმზერდნენ.
გარყვნილი მზერა, ავი ზრახვები 
ირთვებოდნენ და იკაზმებოდნენ.
კანონი გაქრა, მეფე დადუმდა,
ორჭოფობდა ფიქრი, თვალი და მზერა.
ხალხი ავყიად დარბოდა, ხტოდა,
ბოროტი სული ეულად თოვდა...
კლავდნენ, სისხლისგან სცლიდნენ, ჭამდნენ.
აუპატიურებდნენ ქალებს და ბავშვებს,
თვალიდან ცრემლი სდიოდა ქალაქს.
ეს იყო ომი! არა მიწიერ,
არა ღვთიური გადამრჩენელი.
ეს იყო ომი ბნელი, მკაწრავი,
სწყუროდათ ხორცი, ვნება და სისხლი.
მთვარე ამოდიოდა, მზე ჩადიოდა,
ღამე დგებოდა, კვნესა ისმოდა,
ისმოდა ხმა კივილის, ცემის.
თოფის გასროლის ხმა გაისმოდა,
გვამის დაცემის და შემდეგ ჭამის.
ერთი მეთევზე თევზებს აგროვებდა უწინ,
ახლა კი ბადეში ბავშვებს აბავდა,
აუპატიურებდა და კლავდა.
სასახლის მცველებს გონი დაუკარგავთ,
ქალაქის ერთადერთი მშვენება,
მზისა და ქალღმერთისა სილამაზის
დედოფალს შესევიან კაცნი,
მთვრალნი, ვერაგნი,
მისი თითოეული ნაკვთი წაუბილწავთ მძინარესათვის,
დაუბავთ, დაურბევიათ მისი ღიმილი,
ნამუსი ახადეს! ათრიეს, გალახეს,
დაბმულს და სულ გამოცლილს 
მეასე დღეს კი გაგუდეს.
არ იკმარეს...
მისი გვამი ციხის დამნაშავეებს დაუგდეს.
ამ მზის გულის, 
თუმცა ჩამქრალი სულის ნახვისას
კაცნი მიცვივდნენ,
ჯერ კიდევ თბილს სხეულს, ბილწავდნენ.
ეფერებოდნენ, სულის ჭურჭელს ამსხვრევდნენ.
ირეოდნენ ერთმანეთში ნეკროფილები, პედოფილები, ქსენოფილები.
მეფემ გაიგო ამბავი გაუგონარი!
დასხა კაცნი, პირადნი მცველნი
და ბრძანა მათი კოცონზე დაწვა.
თუმცა როცა სარეცელზე დაწვა,
ძილად მისულს აკუწეს მეფე მცველებმა
და მისი ხორცი უმად ჭამეს.
ქალაქი გაშრა, გათავდა,
სისხლის წვეთები ჯერ გუბეებად 
და შემდგომ ზღვად ქცეულიყო.
ქარი ჩადგა, კივილი შეწყდა
ხალხი გაწყდა, უკუნი სიჩუმე წარსდგა.
სავსე მთვარე კი ანათებდა შუა ცაზე,
სისხლის ზღვას სვავდა და
ლილიტის ძღვენს მიირთმევდა...

გიორგი სიხარულიძე
პოეზიაგიორგი-სიხარულიძელილიტიმთვარე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი