ალტერ ეგო


რამდენიმე ალეტერ ეგო,
რამდენიმე ფიქრის თავსხმა,
უჩვეულო სიცილის ხმა
და იკივლებს ვიღაც სადღაც.
აქ არეულ ნივთებს ვხედავ,
აქ ფიქრები გზად აყრია,
უჩვეულოდ დაკაწვრის ხმა
და სისხლის ღვრა, წვეთ-წევეთებად.
ოჰ როგორი სიგიჟეა! 
ოჰ როგორი ავსულია!
მე მოვკალი გრძნობა ჩემში
და ახლა ვარ ბოროტება.
ბიბლიის გზას დავდგი თვალი,
ალტერ ეგომ მომაშორა.
ოჰ როგორი ფიქრებია,
ოჰ როგორი გრძნეულია!
მე მინდოდა ღმერთის რისხვა
და სატანის ღიმილის ხმა.
ეს მე არ ვარ, ის მე მმართავს!
ეს მე არ ვარ,
ეს მე არ ვარ...
ოჰ როგორი ქვესკნელია!
მოჩვენება გეჩვენება,
სასაფლაო გელანდება,
სისხლის სუნი გზარავს, გხიბლავს.
-	ალტერ ეგო!
როგორი ხარ?
-	ალტერ ეგო.
ვინ ხარ ჩემში?
საიდან ხარ, რად ხარ, 
-	აქ ხარ?
თუ სატანა მე ვარ თვითონ?!
და ერთხელაც შხაპს ვივლებდი
ისმა რაღაც უცნობი ხმა,
ტირილისა და სიცილის
არეულად მოისმოდა.
უცებ, უცებ ვიხედები.
თითქოს ვიღაც მითვალთვალებს,
გრძნობა იყო ათას ხედვის
ოო როგორად ავტრიალდიი,
დატრიალდა ირგვლივ მიწაა
და სიბნელემ გადამყლაპა
ჩემ უკნიდან მიღიმოდა!
სარკის მიღმა ისმის გვემა,
მე მის მიღმა დავდიოდი
დადიოდნენ ფიქრნი ჩემში,
-	სატანაა!..
მილტონის ხმამ მიკარნახა უცებ ჩემში.
უცებ მითხრა, გამიღიმა 
და თვალები ამიხილა
მე რომ ვიცნე, მანაც მიცნო
შუქმა ინთო, ცად გაიყო.
ეს სიზმარი იყო, იყო.
ათას თვალად გზა გაიყო.

გიორგი სიხარულიძე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი