და გამოვსახე ფუნჯით ტილოზე სიზმარფერებით...


მარტო—სულობა მარტომ შევიგრძნე, დაბადებიდან დამყვა.
მარტო—სულობა მე თვით შევიგნე
და გამოვსახე ფუნჯით ტილოზე
სიზმარფერებით...

მარტო—სულობა, 
მარტომ დავლანდე მარტოსულობა,
და ჩრდილთა მაცნედ მოვევლე სამყაროს,
აჩრდილთა მხედრად დავქროდი ღამე!

სანამ ბნელში წლებითურთ დავლანდე მთვარე,
მის თვალში ვნახე სიტყვა ერთგული,
მისეულ ელვარით დავქროდი ღამე!
მისეულ ფიქრით ვბობოქრობ ღამე.

თუმცა ღამეში, ღამის ფერებში შენი ღიმილიც ვნახე!
ერთხელ მთვარეში.
მისას ლანდებში,
ნიქსისეული მშვენებით მოქუფრულ ღამის ზმანებში...

ეს მზერა კი მარტო—სულობას ღვრიდა წვეთებით,
დამჭრა შენ მზერამ,
სული დამითრო შენი ტუჩების ტკბილი შეგრძნებით...
მარტო—სულობას ღვრიდა წვეთებით. 

სისხლის წვეთებით ღვრიდა ბენელეთში!
ბნელს დევნიდა სულის ჩაკრიდან.
სისხლის წვთებით იქცეოდა მარტოსულობა ბნელის სივრცეში, განსაწმენდელში...

მაგრამ შენს სიახლოვეს ჩემში სიბნელე ნელ-ნელა გაქრა!
მხოლოდ ცაში ალებით ცეკვავდნენ ტალღნი მთვარისას.
შენს თვალებს ვუძღვნიდი ლექსებს მგუდავ ქარისას,
ჭექა-ქუხილი ბანად ყრიდა სულიდან ელვას

ჩემი სიტყვებით ვადიდებდი შენსას ძახილსა სიყვარულისას!
ფერებს ჩემს გულში მიძღვნილ ტილოზე, ვანგოგი ასახავდა ღამიან ცას შენსას, ჩემს სულში უამინდო სტრიქონს ღამისას, 
ჩვენსას სიყვარულისას!.. ფუნჯით ტილოზე 

სიზმარ—ფერებით... 
სიზმარ—ფერებით...


გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი