და ვაზამთრებდი ნატვრებით!
ყოველ საფეხურს ავდივარ, გავდივარ გრძნეულ ხეივანს, ყინვები ზამთრად ღელდება და აღელდება გრძნეულად. მე ჩემის სულში ვერ ვპოვებ სიზმრებსა ფერთა ღელვასა, მხოლოდ წამებად სულიერთ აღამებს ღამით სრულადა... ჯოჯოხეთს იპყრობს მზე-კარად! და აღელდება მთვარემდის. ცეცხლოვან კარში გამიყვანს, და მწველად ააღიავებს, ფერებს წუხილის შვილადა. მე სულის წვრთომის მზე-კარად ზამთრად მედება სრულიად, გამა ფერების, მშვენებით, ვერ ამაალებს ჭექვადა... რადგან გრძნეულთა ხსენება ჩემს სულში უკვე ქცეულა და ღამის ფერთა ზმანება საწყისიდანვე აღელდა. დემონებს ვუხმე ალებით, გაალდა ღამის წყვდიადი! ქადეშში ბერვით მოვიხმე ხეივნის გრძნეულთ მტრედები. მე, ჰომეროსის სიზმარში მოვუხმე ღამის სხეულებს, მე, ზევსისეულ ფიქრებით მოვუხმე ღამის სიზმრებსა და აალებით დავლიე მისი ფიქრების წადილი, სულით ჰადესის შვილი ვარ! და ვაზამთრებდი ნატვრებით... გიორგი სიხარულიძე 🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი