კვამლად ქცეული ფიქრები
დაბოლილ ფიქრებს ვადევნებდი თვალყურს ამაოდ, სიგარეტის კვამლად ქცეულ ფიქრებს, ზენიტში... დღის სინათლეზე კვამლნი ცეკვავს... ცეკვავს ზეცამდის! მეფის გვირგვინად ესახება ზანტად, ყელამდის... ბზრიალასავით ატრიალებს სამყაროს თვალებს, ფერებს ზენიტში ეამბორა სხივის ელვარი, დაბოლილ ფიქრებს ვადევნებდი თვალყურს, ამაოდ, და მე სხივოსნად სულს ვუბერავ სიზმართ ფიფქებსა, დაქცეულს ფიქრებს, ზენიტში ქცეულ, ლამპრად, ელვარით... გიუშ სიხარულიძე🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი