მოგონებების შეტევა ღამით
ეჰჰ... რა ძნელი ჰყოფილა სევდა, სევდა კვიატი გრძნობათა ალი! სევდიან ფიქრებს ვერ იცლი, ვერასდროს იცილებ მის გრძნობებს ღამით... მხოლოდ ღამე თუ მახსენებს ტკივილს, ტკივილს სულისას, გულისას, ღამით... მოგონებები დარჩება მუდამ, სადღაც უჩუმრად გაფრინდა ყვავი, კუპრი ფიქრები თან მიაქვს ღამით, — და გონი!? მოგონებები? მოგონებები არ წავა ღამით? — ისევ ჩვენში ჩაესვენება! და განისვენებს ფიქრები ღამით... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი