მზე და მთვარე
როდესაც მთვარემდის დნები, დნები ცრემლებად, თვალიდან, დნები მთრთოლვარე თოვლივით, ჟრჟოლი ლოლოვით, თვალიდან... როცა გამსგავსებდი ფიფქებს, იყავი ფიქრის წადილი, ჩემივე ფიქრის სადილი! როცა იყავი სიზმარი, ჩემივე სიზმრის ნაყოფი, როცა იყავი ნატვრები, ნანატრი ოცნების მზის სხივი და ღამესეულ ფიქრებში, შენივე ფიქრი მახრჩობდა, თუ რატომ არ მოვედ იმ მთვარედ, რომ დაგყურებდა ზევიდან, თუ რატომ არ მოვედ იმ წამად?! იმ წუთის დროთა, დროებად! რომ ამომევსო წყურვილი, შენივე ხილვის წადილი, წყურვილის ფიქრი მემყოფა, შენივე სიზმარ თვალების! მაგრამ ვიცი, რომ დავშორდით, დაგშორდი ღამით, დღეებად... და როცა ვჰპოვებთ სიმშვიდეს ერთ დღესაც, ერთ დღეს... ერთხელაც... ვიქცევით ღამედ, დღეებად! მე მთვარედ გადავიქცევი, შენ კი მზის კვირტად, ხსენებად... გიუშ სიხარულიძე🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი