წარსულის, აწმყოს და მომავლის ფიქრები
წიგნს ვფურცლავ და ვფურცლავ, ვეზიარები მწერალთა აზრებს, მწერალთა ფიქრებს, ვეზიარები მათსა სიტყვებს, ძახილთა ცეცხლოვან ისერებს! გაალებულ ზენიტში ქცეულ ნააზრევს, ფიქრებს... მათსა ზესაკლარული გონიდან ჩაქსოვილ აზრებს ყურს ვუგდებ და ვხვდები რა დიადია ეს სამყარო, შეუცნობელი, მაგრამ დიადი! მწერლები ჰგალობენ წარსულის კიბეს, განვლილ ბილიკს გვიზიარებენ. ასასვლელ საფეხურებს კი ჩვენთვითონ ვკვალავთ. მაგრამ როდია ადვილი, როდია ადვილი სხვათა გაკვალულ წარსულის კიბეს ცოდნის გარეშე, ამიტომ ვკითხულობთ წიგნებს, ვეზიარებით წარსულის, აწმყოს და მომავლის ფიქრებს, ნააზრევს, სიტყვებს... შენელდა სამყარო, შეჩერდა წამი, წუთი, საათი. წიგნის კითხვისას დრონი არ გადის, ყოველთვის აწმყოდ მიელტვის დრონი, გარშემო ბრუნავს ციფერბლატივით ფიქრების ტალღა, ტალღა მწერლებთა, პოეტთა აზრთა, ვქრივართ სამყაროს გარშემო, გარეთ, შევდივართ მენტალთა უხილავ ძალთა! ღმერთებთან ლაღთა, ნატიფ გრძნობათა, ულევსა, ლაღსა, და შეველევით უკვდავ ნააზრევს დროის გარშემო... გიუშ სიხარულიძე🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი