***
როცა სევდიან ფიქრით სადილობ, სადილობს სევდა შენი ფიქრებით, გადიხარ ღამიან ფიქრების თაღებს და გიმონებენ შენი ფიქრები, ღამიან ფიქრში. აყოლებ არაყს, ვისკსა, კონიაკს, ათასჯერ აწრთობ სიმთვრალეს სევდიან ფიქრში, მათი ღრუბლები გეხვევა ალად, არ შეგიძლია მათი გაფანტვა! ისევ აბრუნებ სიმთვრალის დოზებს, ზრდი ათასს, ორჯერ ამრავლებ, მაგრამ, მაინც რომ სევდიან ფიქრში უფრო ერევი... დავიწყების ფიქრში, ორი ამდენად! გადიხარ გარეთ შენეულ დღენში, ელევი ღამეს, შენეულ ფიქრში... ისევ გადაჰკრავ ცოტათი არაყს და აყვავდები ღამიან ფიქრში. თავბრუ გეხვევა, გეხვევა ტალღა, ტალღა ფიქრების, ღამიან ფიქრის, შიგნიდან ეჭვები გებრძვიან მარად... რატომ არსდროს? რატომ ყოველთვის? გებრძვიან მარად ფიქრები ძალთა... ძახილი სადღაც, ძახილი ისმის! ფიქრები ძალთა, შენივე თავის. შენივე თავი გებრძოდა მარად. ძახილი შენი, ფიქრების ქარში, სევდიან ალში! გებრძოდა მარად, მარად გებრძოდა... და ელვარებით თვრებოდი მარად, ბობოქარ ქარში. თვრებოდი, რადგან თავი არ გქონდა ფიქრების ზღვაში, თავი არ გქონდა, სევდაზე ფიქრის, მაგრამ ფიქრები გებრძოდა მარად და შენ წამლადა მიგაჩნდა ვისკი! და შემდეგ ღამეს ისევ რომ გებრძვის, აყოლებ ვისკის მთვრალიან ღამეს... და დღითი დღე ასე გრძელდება, სანამ არ დაგლევს ფიქრები ღამით... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი