აჩრდილთ ცივი საუნჯე
ღამის სილუეტები, ღამის ცივი საუნჯე, ღამის ჩრდილთა სამარე, ღამის ცივი სხეული. ღამიანი ქუჩები და ხალხისა ბორცვები, ღამიანი ფერები, ცის დასავალს აძინებს, ღამიანი სუდარა მოხვევია ხედებსა, ღამიანი სიტყვები მოჰხვევია თემებსა, ღამის ცივი ქარები დაჰბერვიან სერებსა, ღამიანი სუდარა მოჰხვევია მთვარესა... ღამეშია შობილი მთვარის დიდი გუგები, მთვარის ცივი სურნელი და სერების გუნდები, ღამის ლანდთა ქეიფი, ღამის ლანდთა მხევალნი... ჩრდილში სილუეტები დამღერიან, ცეკვავენ. ჩრდილში სხვა სამყაროა, სილუეტთა სამყარო! არც ცოცხალნი, არც მკვდარნი. მხოლოდ მთვარემ დაბადა ჩრდილში, ლანდნი სამარედ, ცოცხალ-მკვდარნი არიან ჩრდილნი სილუეტები! დღისით ყოველ ჩრდილში არსს ჩრდილნი, სილუეტები. თუმცა... თუმცა, მალვიან, დღისით ლანდთა სტუმარნი. ღამისას კი დარბიან, მათი სილუეტები და ბნელებში ქრებიან, მათი სილუეტები... სიბნელედან შობილი ჩრდილთა სილუეტები, აჩრდილად იქცევიან ღამის ლანდთა სტუმარნი, ექვს ნიშანს რომ სახავენ ღამის სილუეტები, მზის სინათლეს წირავენ მთვარეს, სილუეტები, და უწყისსვე ქრებიან ჩრდილნი, სილუეტები... გიუშ სიხარულიძე🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი