ხან, წვეთების ალერსით, ხან კი, ქარის დაბერვით მოგონება ღელდება!
წვიმიანი ამინდი, წვიმიანი ამინდი... როცა წვიმას გავყურებ მახსენდება თვალები, და ელვარით ბაგენი, თმის ქროლვარით, ნარნარი, ქარში მოალერსენი. შენი მზერა სიტკბოთი და თვალების ფარფატი. წვიმიანი ამინდი, წვიმიანი ამინდი... წვიმის ყოველ წვეთებში შენს სიტყვებსა მახსენებს და წვეთები კამკამით, ვით შენსავით, თვალები! და სითბოთი აღსავსე, შენი ვერცხლის თვალები, ვერცხლსავით რომ ბზინვარებს! და ელევა ქარნარევ, წვიმის წვეთთა გალობას. მართალია დავშორდით, ბევრმა წლებმა იარა, მაგრამ შენი თვალები, ისევ ისე ლივლივებს წვიმის წვეთთა წვეთებში. თუმცა გამოიდარებს... უკვე გამოიდარა, და შენს ხსოვნას აბარებს სხივთა გრძელი კამარა. გონებაში ხანდახან მახსენდება ალერსი, ჩვენი ძველი სანთელი, სიბნელეს კვალს ჰნათებდა ქარნარევსა ღრუბლებში. მაგრამ ახლა ყოველი დავიწყებას მიეცა და სიზმრებში შთაინთქა, ჩვენი ძველი გულები და ყოველი სიზმრებად მოგვევლება ხანდახან, ხან, წვეთების ალერსით, ხან კი, ქარის დაბერვით მოგონება ღელდება! და ყოველი ამბავი გვახსენდება სიზმრებად... გიუშ სიხარულიძე🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი