ჩვენივე სულის თარგმანი


ღამის ცის ნათლებს შევჰყურებ,
ციცინათელებს ფანჯრიდან.
როგორ ეკვრიან ერთმანეთს!
ტანს ეკვრით ყველა სინათლე,
მომბზინვად იღიმებიან
ვარსკვლავნი ციურ სხეულნი,
ღამის ცა როგორც ასეთი
ყოველთვის როდი ირთვება?!
სულ რომ იღვრება სინათლე, სიბნელის თეთრი სიჩუმით,
თან ერთვის მთვარის ღიღინით,
სიოს მთრთოლვარე სისინი,
ბუს უცხო სულის გუგუნით,
მისი გაფრენის ჩურჩული,
მთვლემარე ხეთა შურ-შური.
სიოს ფარფატით ყველასა მიენავლათა თვალები,
მხოლოდ ვარსკვლავთა თვალები,
სიფხიზლეს ღვრიდნენ, თვალნიდან,
ეძებდნენ ახალ სიცოცხლეს და ანათებდნენ ახლიდან!
მე კი ოცნებით შევჰყურებ სიზმრების ფერთა ირმებსა.
ნუთუ სამყარო ეს არის, გალაქტიკისა ცნებისა?!
ნუთუ სხვა გალაქტიკაში, არ იშვა ციცინათელა?
და არ დაბადა ცოცხალი...
ცოცხალი სულის ფანჯარა!
ფანჯარა ჩვენი არსობის—არსთაგან ფერთა ჭიდილი,
არსობის ვარსკვლავთ სიზმრების და გონებათა სანთელი.
მოგონებების სიცოცხლე,
ჩვენი სულისა ღიმილი,
ჩვენივე სულის თარგმანი
და შემომთვრალის გუნება,
ოცნების დიდსა ფანჯრებში,
ცის თაღზე ამომავალი წერტილნი,
ციურ მნათობით...


გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი