შენის სულში უკვე იქცა ბნელი გვირგვინად


ათასწლეულად ღამიან ქარში
ჯახირობს ფიქრები, ათასწლეულად,
ათასწელიწად ივსება მზერა
და ცარიელდება წუთისოფელი,

ათასწელიწად მთვლემარე ფიქრების ზღვები იმატებს...
ბორცვდება ტალღნი!
ტალღნი ბორცვდება...
ქარს გაყოლილი ფიქრების მზერა მაინც ნარნარებს,

დროის კვალი ხომ უჩვეულოდ ერთვის სინათლეს?!
უცხოდ მიყურებს მომავლის ფიქრი, არ აქვს სინათლე
და მეუბნება ფიქრის მზერით, უცხოდ, ირიბად!
—ნუთუ მომავალ გამას ისევ მიაღწევ??

წარსულის ჩანჩქერი 
მდუმარედ შთაინთქმის ორხელს შუა, 
მზერის ამარად...
დროის გარიგება მდუმარებს ჩემში, უცხო სიმაღლით.

სიმთვრალის დოზებით დაუკარგავთ მგრძნობელობა წარსულთა წამებს...
ათასწელიწად სიმთვრალის რითმი გრძელდება, ალად,
ფიქრთა ანტიდოტი კი არსად სჩანს, 
ისევ ამაოდ...

მდუმარე მზერა გაჰყოლია ღამის წივილსა!
დროის კვალი კი დასტყვია უშნოდა, სულის სიმებსა,
ღამის აბზაცი ისევ უტყვი მზერითა გშთანთქავს,
ათასწლეულად გაბმული მზერა ისევ დაგლანდავს,
დრომ ხომ უკვალოდ გაქრობა იცის!..

სადღაც მიგაფრენს, 
უგზოუკვლოდ მიდიხარ, მუნჯად,
სადღაც მიგაფრენს ათასწელიწად გზად დაკარგული,
ეკვრი სინათლეს! რაც ცოტა დაგრჩა სულის სიღრმეში...

ველური სიმთვრალით ისევ ცდილობ ჩაიხშო ხმანნი,
მდუმარე ხმანნი!
გამოფიტული გააბოლებ სევდიან ფიქრებს,
არყის სიმთვრალით...

დუმილის ფეთქვა წუთიერ-წამად იმატებს უცებ
და ოდნავ ჩუმად იკაფება სევდა, კვიატი.
დროის სამკუთხედში უძრავად დგახარ, არსად მიდიხარ
ათასწლეულად...

დროის კვამლი კი გივსებს, 
და გივსებს სულსა, სიბნელით,
თეთრი სტრიქონი არსად ერთვის სულის კუთხეში...
დროის დუმილსა ეგებები, მთვრალი მზერითა,
გარსს რომ გხვევია დემონურ ფიქრში, სიბნელის ალი.

მთვრალად გიმზერდა დემონური სიბნელე, ღამით.
ათასწელიწადს ხვდები,
ხვდები რომ შენ ხარ, ის სიბნელე ღამის
და შენ დემონებს მოითქვამდი უცხოდა, ღამეს...

სულის ყინულში ჩაქსოვილი სიბნელე, ღამის,
შენი ყოფილა! 
შენეულ მზერით გებრძოდა მარად!
ათას წელიწადს...

შენეული სიბნელე მიიღე შენად
დროის ქარბუქში, უცნობად ალად,
და შეგაქცია ზურგი სინათლემ უგრძნობად, ღამად.
დროსთან ჭიდილი გეგონა გკლავდა, ღამის სტრიქონში!

მაგრამ მიუხვდი სიბნელის ბგერებს, უცხოდ მოწვეულს,
ხვდები რომ დემონი შენ ხარ ღამის სიბნელის
და შენის სულში უკვე იქცა ბნელი გვირგვინად
და უკვე იცი ათასწელიწადს,

ათასწელიწად ტყვილად ებრძოდი დემონთა ალებს
და უკვე იცი, რომ სიბნელე შენად არსებობს 
დროის კუთხეში, 
შენთა ფიქრის გერბად არსებობს!

და სიზმრისეულ სტრიქონებს ავლებ
ღამის წყვდიადში,
სიბნელის რითმით.

სულ ღამე იყო...
ბნელი არის, სულისა არსში
და გასაღებს პოულობ შენეულ ქარში!
დროის გასაღებს..

ათასწელიწადს,
სიბნელის ზღვაში,
შენეულ აზრში,
ათასწელიწადს!..


გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი