სულის გარდაცვალება


დავიწყებული წამები,
მივიწყებული წუთები,
წუთიერ-საათობრივად გადაჭდობილი კერპები...
დღეების მთელი წამება,
სულიერ ქართა ზმანება,
ჩაკლული კერფთა ფიქრები,
კვირების მძიმე სიტყვები.
სამასჯერ მონაგონი ფიქრები, მონათხრობი,
სიტყვების მუნჯი დინება,
სიჩუმე ირგვლივ ირევა!
ვაბუნტებ, წარსულის მთელ მეგა ფიქრებს,
წამიერ, წუთიერ მთელ დაწყევლილ კითხვებს
და ისევ ვუკიდებ სიგარეტს ცეცხლს
და გავაბოლებ ტკივილის მსხვერპლს.
გულის პულსი კი იმატებს,
იმატებს წარსულთა ბასრობა,
თარგმანი სულის ტკივილის,
სიკვდილ-ვით სულის აღმოსვლა,
აღძრავს სხეულის შიგნითა მთელი გარემოს
აღრევას, გადაგვარებას...
აღტკინებული "მე"- შიგნით ვერევი, ვილევი წამებით,
სულის ბატარეა ილევა
და მეც გარდავალ წარსულში,
და შეველევი დინებას,
წუთისოფელის განგებას.
განბძარავს სულის მტევანს,
გამოვლენ კუპრის, შავიან დემონნი,
ბელიერს მთელი გეგმანი
და აწყობილი მძივადა.
ამ დროს ვიგრძენი ტკივილი,
ტკივილი მთელი თავისა,
თითქოს ლავაში ბანაობ!
და იწყებს სული კივილსა,
მთელ მენტალობის დაჭექვა,
ვით, ელექტრო სკამზე წამება,
მთელი ტკივილის აღრევა,
სულის შიგნიდან გაბზარვა,
მთელი თარგმანის გატანა, კივილით მონაგონები.
ბუქი კი მედგრად ღელდება,
და ემსგავსება ნადიმსა,
ბჭე სულის მთელი სხეული ბზარვით და 
ყველგან იბზარვის!
ირევა სამყაროს გაგება,
დღე და ღამისა გარჩევა!
ვით სიბნელისა, სინათლით, გარჩევა ერთი მეორის,
და ვაღელდები წამებას, სულიერ განბძარვის ქადეშსა.
მთელი სხეული კანკალებს,
თითქოს ლოლოვით ვიქცევი,
განზვავებული ტკივილი
მაინც არსადა არ მიდის,
სული ბჟუტავს და ჩაქრება!
ვფიქრობ გაქრება, გაქრება!
და აყვავდება წარსულში
მოგონებების ყვავილი.
სული სადღაცა ილევა,
ვგრძნობ! რომ დაბზარვა ვრცელდება,
მოჟონავს სულის გუბენი და ეგებება წარსულსა.
განლაღდა მთელი ტკივილი,
განმხრწნელი ფიქრების კერპნი, ისევ მოვიდნენ,
მოვიდნენ...
და გააძევეს სინათლე
მთელი სულისა ჩაკრიდან.
ასე ვიქეცი ჰადესად,
დავქრივარ ღამით სხეულად
და ვაბრმავებდი სიცოცხლეს,
სიკვდილის მთელი ალებით...


გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი