ბიძგი გონიერების საზრდოსკენ


წარმატება ყოველთვის,
წარმატების წარუშლელი წისქვილი,
წარმოსადეგი განსაზღვრა,
წარმოსადეგი ფიქრები,
წამლად დაღვრილი სიტყვების,
წამლად დაქცეულ ფიქრების,
ძებნა-ძიების სქემები,
გონების უხვი წისქვილი,
წელში გაკრთილი კითხვები,
მარჯვე სულის სიტყვები,
სიტყვათა მეგა ფიქრები!
სამყაროს აღქმა, გაგება,
გაგების ყოველ წერტილში,
სამი წერტილის ძიება.
ყოველთვის, არსთა ყოველი,
კიბეთა უხვი ნაბიჯი
განვითარების საზრდოსკენ,
გონების თაფლვა, მოთაფლვა,
ინფორმაცია მუდამა,
ზღვა კითხვის ნიშნები
და პასუხების ძიება,
ვერაგი გონთა ფიქრები,
მაგრამ იგნორი ყოველთვის,
გეალერსება ღრუბელნი
კითხვების სუსტი სიმძლავრით,
და მაინც არასნებდები,
თან იპყრობ ყოველ მწვერვალსა
ნაცქაფი გულის ნაბიჯით,
სულ მუდამ გული გემხობა
ყოველი ფიქრის ძახილით!
გულმარდად ყოვლად მთას აქცევ,
ზღვა-ოკეანეს დაყლურწავ,
მთა-ბარს გაიფენ წიხლქვეშად.
შენი ნაბიჯი ყოველი მიწისძვრად გადაიქცევა.
ზღვა კითხვებისა ამარა
ნელ-ნელა უფრო ილევა,
და გონთა დიდი საუნჯე
ფრთებს ისხამს
ყოველ პასუხზე,
თუ კითხვებს ყოველთვის დასვამ
სამყაროს თარგმანს შეიცნობ,
შეიცნობ ყოველ დეტალსა
ფიქრების მთელსა გეგმასა...


გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი