საზოგადოება
საზოგადოება გაგრიყავს უცბად, საზოგადოება გაგწივრავს უცბად, თავისუფალი სულისა თუ ხარ... თავისუფალი, თავისუფლების სიწმინდით სავსე! ეს იგივეა იყო... იყო შავ ღრუბლებში ჩაწოლილი, თეთრი ღრუბელი. ქუჩაში დგახარ, უგზოუკვლოდ მიდიხარ, არსად, ქუჩაში დგახარ, ყველა უცბად ჩაგივლის, ძაბვად. დროც რომ უკვალოდ გაგივლის, აღგიკვეთს თავისუფლებით შემოსილ გამას! დაბადებიდან თავისუფალი სულისა თუ ხარ, ცხოვრება აგავსებს დაჭვარტლულ კვამლით. —ცხოვრება რა არს?! წარსულის წამად, აწმყოსა თვალად, მომავლის ფარდად. ეს იგივეა იყო მკვდარი, ცოცხლების ზღვაში! იყო წარსულის ბილიკზე მჯდარი, შესციცინებდე სიცოცხლის სხივებს, —მაგრამ სად არი?! —მაგრამ სად არის? საზოგადოება გაგრიყავს უცბად, საზოგადოება გაგწირავს უცბად და აღელდები წამებას სულად, ყველა შენსა თვისებას დაგმობს, და დაგაგორებს დაღმართზე! დაღმართზე ჰგორავ, დაღმართზე ჰგორავ თუ ხარ გულწრფელი, დინჯი, კეთილი, წმინდა სულის პატრონი თუ ხარ. გაფიქრებინებს ცხოვრება მუდამ, გადაწნულ ფიქრებსა ვერ სდევნი ვერსად, წარსულის ტატუ გემჩნევა მუდამ, სულის ქარბუქში წოლილსა მდუმლად, და როცა ხვდები, თუ არ ხარ მედგარ, თუ არ ხარ მკაცრი, გულისა, მარდი... რკინა ვით გამძლე სულისა, სულიერ ღმერთად გულისა, მგელივით მშიერ ქარბუქში თუ ხარ, გამძლე ხარ, რკინად გასული სულიერ ვნებით, სხეულთა გემით, გაკვალული ხარ წამების ღელვით!.. გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი