განაცრისფრდა სამყარო


ყველა რაღაც სულ დაიკარგა,
ყველა რაღაც სულ დაკარგულად გრძნობს თავს.
განაცრისფრდა ყოველი ფერი,
განაცრისფრდა...
თითქოს ყველა დაიკარგა
ბნელის ხვეულ ნანგრევებში,
განაცრისფრდა სამყარო...
და დავკარგეთ ერთმანეთი,
გაუცხოვდა სამყარო,
გაუცხოვდა...
გავუცხოვდით.
დაკარგულად მიედინება დრო,
დინებამ წაგვიყო
და დინებას მივყავართ ისევ,
სიბნელეში დავდივართ უგზო-უკვლოდ,
მიკარგულნი...
მეგობრობა ჩნდება
და ისევ მიდის,
სიყვარული ჩნდება
და ისევ ქრება.
სამყაროს შუაგულში ცაში
მოელვარე ფოთოლივით მივყავართ ქარის მინარევს,
აწოლილი ჩანჩქერივით
ვეშვებით ქვემოთ,
უგზო-უკლოდ...


გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი