***


ღრუბელი შობს წვიმის წვეთს
და ეცემა გეოზე,
გეოს ანოყიერებს
და შემატებს ძალასა,
დროის დუმილს აკრთოლვებს წამის მეოთხედებში,
წამის მეოთხედებში ეგებება სხივები,
ეგებება სამყაროს
სამის მეოთხედებში,
ცეცხლის დუმილს წარმოშობს
ჭექვა მრუმე გულიდან,
წყალი მოდის წკრიალით
ღრუბელთ დიდსა სულიდან.
—ესეც სამი ყოველი
სამყაროსა ძახილის
და ყოველი ძახილი
ღმერთებისა მახვილის...


გიორგი სიხარულიძე🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი